Monday, March 5, 2012

ჯანმრთელი სიცოცხლე

                  "ჯანმრთელი   სიცოცხლე"



პროექტის  ავტორი: ნინო  როსტიაშვილი
პროექტი  განხორციელდა - საგარეჯოს  #1 საჯარო  სკოლაში
პროექტის  მონაწილეები  იყვნენ  მე–10  კლასელები
მოსწავლეთა  რაოდენობა  27
პროექტის  მიზანია  მოსწავლეებს  მივაწოდოთ  გარკვეული შემეცნებითი იმფორმაცია ჯანმრთელი ცხოვრების  წესის  შესახებ.
პროექტის  აქტივობები  და  მიზნები –
_ჩემი  და  ბავშვების  მიზანი  იყო  მოსწავლეებში  გაგვეღვივებინა  ჯანმრთელი  სიცოცხლის  წყურვილი.
_ასევე  მიგვეწოდებინა მათთვის უფრო  მეტი  ინფორმაცია  ჯანმრთელობის  შესახებ,  ვიდრე  იცოდნენ
_გვსურს  უკეთ  დავაფიქროთ  მომავალზე,კარგად  გაიაზრონ  რომ  ჯანმრთელობა  ჩვენი  მომავალია
_გვსურს  შეძენილი  ცოდნა  გაუზიარონ  სხვებსაც.


აქტივობები
აქტივობა 1_კლასი  დავყავი ჯგუფებად.
აქტივობა 2_ ჯგუფხელსმმივეცი  დავალება: ჩაატარონ  გამოკითხვა  სხვადასხვა  პედიატრებთან,ტერაპევტებთან  და  ენდოკრინოლოგებთან  შეკითხვით-როგორ  ვიცხოვროთ   რომ  ვიყოთ  ჯანმრთელები?
აქტივობა 3_მესამე  აქტივობაში  შევაჯამეთ  გამოკითხვის  შედეგები.
ააღმოჩნდა  რომ ჯანმრთელი ცხოვრებისათვის  საჭიროა:
-სწორი  რაციონალური და საათობრივი კვება
-სუფთა ჰაერი
-ყოველდღიური ვარჯიში-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება
არ  შეიძლება მოწევა, ნარკოტიკების მიღება  და მომეტებული  ალკოჰოლის  მიღება.
აქტივობა 4_ბავშვებს ახალი დავალება მივეცი.ჯგუფებს  დაევალათ მოემზადებინათ  სლაიდები  შემდეგ  თემებზე.
_ვარჯიში ,_სუფთა ჰაერი
_ძილი
_ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ,სწორი კვება
_მოწევა
_დალევა
_ნარკომანია
აქტივობა 5 _ბავშვებს ევალებათ პატარა ბუკლეტების მომზადება(50ცალი)
აქტივობა 6_ბავშვებთან  ერთად მოვამზადე აფიშა პრეზენტაციისთვის,რომელიც გაეკრა სკოლის მთავარ ფოიეში.
აქტივობა 7_პრეზენტაცია
აქტივობა 8 _ბუკლეტები დავარიგეთ და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადავუხადეთ.


ჩემი მიზანი ვრცლად
        ჩემი მიზანი იყო,მოზარდი ახალგაზრდებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჯანმრთელი ცხოვრების  შესახებ და ასევე გვეჩვენებინა მათთვის იმ მავნე ჩვევების შესახებ როგოიცაა:მოწევა,დალევა და ნარკოტიკების მიღება.
   მავნე ჩვევებით ადამიანები სიცოცხლის ხანგრძლივობას ხელოვნურად იმცირებენ,ჯანმრთელი ცხოვრებით კი ადამიანები ჯანმრთელები და ბედნიერები არიან.
   გინდ დაიჯერეთ გინდ არა....ვისაც ძველი აღთქმა წაუკითხავს,ნახავდით რომ ბიბლიის პერსონაჟები  800  წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ.შემდეგ  სიცოცხლის ხანგრძლივობამ  თანდათან იკლო.გასულ საუკუნეში  ზოგიერთი ადამიანი 100 წელსაც კი აღწევდა.სამწუხაროდ  დღეს სიცოცხლის ხანგრძლივობამ ძალიან იკლო.

    ამის  ერთერთი უმთავრესი მიზეზი  არაჯანსაღი ცხოვრებაა:
    –გასულ საუკუნეში ადამიანები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით იკვებებოდნენ /დღესთითქმის ყოველდღე ,ჩვენ  მაღაზიაში ვყიდულობთ ისეთ პროდუქტს,რომლის არც შემადგენლობა ვიცით და არც მისი გამოშვების თარიღი.
    _გასულ საუკუნეში  წყალი და ჰაერი არ იყო დაბინძურებული სხვადასხვა  მიზეზების გამო.

      ჩემი პრეზენტაცი მინდა 5–ე მცნებით დავამთავრო რომელიც ღმერთმა ადამიანებს დაუბარა:პატივი–ეც მამასა შენსა და დედასა შენსა,რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ  იყო ქვეყანასა ზედა.




   ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა!